1
კოლ. 3:13
ბიბლია
შეიწყნარეთ ერთმანეთი და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადაო აქვს ვინმეს, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ასევე – თქვენც.
Compare
Explore კოლ. 3:13
2
კოლ. 3:2
ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე.
Explore კოლ. 3:2
3
კოლ. 3:23
ყოველივე, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ სულით, როგორც ღვთისათვის და არა კაცთათვის.
Explore კოლ. 3:23
4
კოლ. 3:12
ამიტომ, როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელება.
Explore კოლ. 3:12
5
კოლ. 3:16-17
უფლის სიტყვა უხვად დამკვიდრდეს თქვენში სრული სიბრძნით. ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით, სადიდებლით და სასულიერო საგალობლებით, და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით. და ყოველივე, რასაც თქვენ აკეთებთ სიტყვით თუ საქმით, ყოველივე გააკეთეთ უფალ იესოს სახელით და მის მიერ ჰმადლობდეთ მამა ღმერთს.
Explore კოლ. 3:16-17
6
კოლ. 3:14
და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რაც სრულქმნილების კავშირია.
Explore კოლ. 3:14
7
კოლ. 3:1
ამგვარად, თუ თქვენ აღდექით ქრისტესთან ერთად, ეძიეთ მაღლა, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ.
Explore კოლ. 3:1
8
კოლ. 3:15
ბატონობდეს თქვენს გულებში ღვთის მშვიდობა, რომლისკენაც მოწოდებულნი ხართ ერთ სხეულად და იყავით მადლიერნი.
Explore კოლ. 3:15
9
კოლ. 3:5
მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა.
Explore კოლ. 3:5
10
კოლ. 3:3
ვინაიდან თქვენ მოკვდით და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში.
Explore კოლ. 3:3
11
კოლ. 3:8
ახლა კი განიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენი ბაგეების ბილწსიტყვაობა.
Explore კოლ. 3:8
12
კოლ. 3:9-10
ნუ ეცრუებით ერთმანეთის მიმართ, რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი ადამიანი მისი საქმეებითურთ. და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლებულია ცოდნით მისი შემოქმედის ხატისამებრ
Explore კოლ. 3:9-10
13
კოლ. 3:19
ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ.
Explore კოლ. 3:19
14
კოლ. 3:20
შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, ვინაიდან ასეა მოსაწონი უფლისათვის.
Explore კოლ. 3:20
15
კოლ. 3:18
ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალშია საკადრისი.
Explore კოლ. 3:18
Home
Bible
Plans
Videos