1
1იოან. 4:18
ბიბლია
სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიშში ტანჯვაა, ხოლო მშიშარა არ არის სიყვარულში სრულყოფილ.
Compare
Explore 1იოან. 4:18
2
1იოან. 4:4
თქვენ ღვთისგან ხართ, შვილნო, და სძლიეთ მათ. რადგან ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც სოფელშია.
Explore 1იოან. 4:4
3
1იოან. 4:19
ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა.
Explore 1იოან. 4:19
4
1იოან. 4:7
საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისგანაა სიყვარული. ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს.
Explore 1იოან. 4:7
5
1იოან. 4:8
ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია.
Explore 1იოან. 4:8
6
1იოან. 4:10
ამაშია სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მოსატევებლად.
Explore 1იოან. 4:10
7
1იოან. 4:11
საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც გვმართებს ერთმანეთის სიყვარული.
Explore 1იოან. 4:11
8
1იოან. 4:9
ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა სოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა მისით ვიცოცხლოთ.
Explore 1იოან. 4:9
9
1იოან. 4:20
თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი ეჯავრება, იგი ცრუა, ვინაიდან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს?
Explore 1იოან. 4:20
10
1იოან. 4:15
ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის კი – ღმერთში.
Explore 1იოან. 4:15
11
1იოან. 4:21
და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს.
Explore 1იოან. 4:21
12
1იოან. 4:1-2
საყვარელნო! ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა სოფელში. ასე შეიცანით ღვთის სული: ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს, ღვთისაგან არის.
Explore 1იოან. 4:1-2
13
1იოან. 4:3
ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღვთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და იგი ახლა უკვე სოფელშია.
Explore 1იოან. 4:3
YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy
Home
Bible
Plans
Videos