1
Genesis 11:6-7
ბიბლია
და თქვა უფალმა: „ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვთ. რაკი ეს საქმე წამოიწყეს, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ. აბა, ჩავიდეთ და ავრიოთ მათი ენა, რომ ვერ გაიგონ ერთმანეთის ენა!“
قارن
اكتشف Genesis 11:6-7
2
Genesis 11:4
და თქვეს: „ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თხემიც ზეცას მისწვდება. ასე შევიქმნათ სახელი, რომ არ გავიფანტოთ მთელი დედამიწის ზურგზე.“
اكتشف Genesis 11:4
3
Genesis 11:9
ამიტომ ეწოდა იმ ქალაქს ბაბილონი, რადგან უფალმა იქ აღრია მათი ენა და გაფანტა ისინი დედამიწის ზურგზე.
اكتشف Genesis 11:9
4
Genesis 11:1
ერთი ენა ჰქონდა მთელ ქვეყნიერებას და ერთნაირი სიტყვები.
اكتشف Genesis 11:1
5
Genesis 11:5
ჩამოვიდა უფალი, რათა ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც აშენებდნენ ადამიანების ძეები.
اكتشف Genesis 11:5
6
Genesis 11:8
და გაფანტა უფალმა ისინი იქიდან მთელი დედამიწის ზურგზე და მათ ვეღარ დაასრულეს ქალაქის შენება.
اكتشف Genesis 11:8
الصفحة الرئيسية
الكتاب المقدس
خطط
فيديوهات