1
Genesis 3:6
ქართული ბიბლია, სრული ვერსია
დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი ჩანდა საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, და მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. და მისცა თავის ქმარს და კაცმაც შეჭამა.
አወዳድር
{{ጥቅስ}} ያስሱ
2
Genesis 3:1
გველი ყველაზე ცბიერი იყო ველის ცხოველთა შორის, რომლებიც კი შექმნა უფალმა ღმერთმა. და უთხრა გველმა დედაკაცს: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?“
3
Genesis 3:15
მე მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, და შენს მოდგმასა და დედაკაცის მოდგმას შორის: მისი მოდგმა თავს გაგიჭეჭყავს; შენ კი მას ქუსლს დაუგესლავ!“
4
Genesis 3:16
და დედაკაცს უთხრა: „სატანჯველს გაგიმრავლებ; ფეხმძიმობას გაგიძნელებ; ტანჯვით შობ შვილებს, ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.“
5
Genesis 3:19
პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგან ხარ აღებული, რადგან მიწა ხარ და მიწადვე მიიქცევი!“
6
Genesis 3:17
და ადამს უთხრა: „რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამაც მე აგიკრძალე, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით ღებულობდე მისგან საზრდოს მთელი შენი სიცოცხლე!
7
Genesis 3:11
და ჰკითხა მან: „ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? ნუთუ იმ ხის ნაყოფი შეჭამე, მე რომ აგიკრძალე?“
8
Genesis 3:24
და განდევნა იგი, ედემის ბაღს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი დაუყენა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი გზის დასაცავად.
9
Genesis 3:20
და დაარქვა ადამმა თავის ცოლს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა.
Home
Bible
Plans
Videos